ეკატერინე ტიკარაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ, არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პაციენტების მართვის კომპონენტში ოჯახის ექიმების ჩართულობა გაიზარდა.

„ჩვენ ვმუშაობთ და ვმსჯელობთ პროტოკოლებზე, რაშიც ვგულისხმობთ როგორც სტაციონალიზაციის პროტოკოლს, ასევე – გაწერის პროტოკოლს, რათა ნაკადების მართვა საავადმყოფოებისა და კოვიდსასტუმროების დონეზე იყოს მეტად უფრო აქტიური და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის და ბოლო დღეებში, ალბათ,  ჩვენი  ყველა მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში და ჩვენ კიდევ ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს მისი პერსონალური ოჯახის ექიმის მხრიდან მართული და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოქნილი პროტოკოლები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები