თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, საველე კარვების დადგმა არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, აჭარის მსგავსად, საველე კარვების დადგმა არ იგეგმება.
„საველე კარვების დადგმის საჭიროება არ გაგვაჩნია. აჭარის რეგიონში კარვების დადგმა ტურისტების მაღალი რიცხვიდან გამომდინარე დაიგეგმა, რათა მათ ჰქონოდათ ტესტებთან თავისუფალი წვდომა. თბილისის მასშტაბით ეს შესაძლებლობები გვაქვს ამბულატორიებსა და „ცხელების ცენტრებში“, აქედან გამომდინარე, მსგავსი ღონისძიება თბილისში არ იგეგმება”, – განაცხადა ტიკარაძემ.