ამირან გამყრელიძე: პირბადესთან ერთად ცხოვრებას ყველა უნდა მიეჩვიოს, ამაზე დამცველი საშუალება ჯერ არ არსებობს

“ჩემი გადასახედიდან, მოსახლეობას კორონავირუსთან თანაცხოვრება კიდევ, სულ მცირე, ერთი წელი მაინც მოუწევს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადესთან ერთად ცხოვრებას ყველა უნდა მიეჩვიოს, რადგან ამაზე დამცველი საშუალება ჯერ არ არსებობს.

„პანდემიის დაწყებიდან 8-9 თვე გავიდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მედიცინა უძლურია. ანუ, ჯერჯერობით რამე რადიკალური საშუალება, მხედველობაში მაქვს ვაქცინა, პირდაპირი მოქმედების წამალი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ შეიქმნა. ძალიან ბევრი კვლევის სხვადასხვა ფაზაშია, მაგრამ არც ერთი არ არის ჯერჯერობით ფართო ხმარებისთვის დამტკიცებული. ისევ და ისევ გამოიყენება ძველი გენერაციის წამლები. იცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე არიან ინფიცირებული, პრეზიდენტი გადის მკურნალობას ვოლტერიდის სამხედრო ჰოსპიტალში. გამოქვეყნდა რა პრეპერატებსაც იყენებენ – რემდესივირი, დექსამეტაზონი და რამდენიმე მონოკლონური ანტისხეული, რომელიც გამოიყენება ამ დაავადების მკურნალობაში. სხვა რამე სიახლე არ არის. გვრჩება ძირითადად ის, რაზეც არის საუბარი და წარმოგედგინებათ ადაპტაციის, თანაცხოვრების გეგმა, რითაც უნდა ვიცხოვროთ კიდევ კარგა ხანს კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. ჩემი გადასახედიდან ეს იქნება სულ მცირე ერთი წელიწადი მაინც. წამალთან, ვაქცინასთან ყველაფერთან შედარებით, რომელიც ჯერ არ არსებობს, ყველაზე კარგი დამცავი საშუალება არის პირბადე. მივეჩვიოთ ცხოვრებას პირბადესთან ერთად, ამაზე კარგი დამცველი საშუალება არ არის. არ შევიკრიბოთ ბევრი ხალხი ერთად, დავიცავთ დისტანცია და ჰიგიენურ-სანიტარული პირობები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები