გიორგი გახარია: ცოტა ხანს კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადე გავიკეთოთ, რათა ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ვმართავთ ამ პროცესს. მთავარია, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

„რაც არ უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ვმართავთ ამ პროცესს და მთავარია, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს. უბრალოდ უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად, დისციპლინას დავიცავთ და დავიცავთ ამ წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები