დავით მათიკაშვილი: საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს

,,საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატოს.

„ეს არის ის სიძულვილის ენა, უარგუმენტო, ცილისწამებით და პირდაპირი შეურაცხყოფით, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და დაკანონებული მოცემულობა, შესაბამისად, ამაზე რეაგირება აუცილებელია.

ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომაც კეთილი ინებონ და ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ ის ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატების მიმართ „გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად“ სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საჩივრით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები