ჟან-ნოელ ბარო: საფრანგეთს გადაწყვეტილი აქვს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, მაგრამ ამას არ გააკეთებს დამოუკიდებლად
,,საფრანგეთს გადაწყვეტილი აქვს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, მაგრამ ამას არ გააკეთებს დამოუკიდებლად”, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთი მზადაა, პალესტინის აღიარებისთვის იმ პირობით, თუ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
„საფრანგეთს შეეძლო, მიეღო გადაწყვეტილება, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა. ჩვენ არ ავირჩიეთ ეს გზა, რადგან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვინაიდან საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა შევცვალოთ ვითარება და პალესტინის სახელმწიფოს არსებობა უფრო რეალური გავხადოთ“, – აღნიშნა ბარომ.