ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის დანაყოფები არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, წააგებენ, ეს მათი პატრონებისთვის იქნება გზავნილი, თუ რა მხარდაჭერა აქვს აგენტურას საქართველოში 

,,ოპოზიციის დანაყოფები არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, წააგებენ, ეს მათი პატრონებისთვის იქნება გზავნილი, აგენტურას საქართველოში თუ რა მხარდაჭერა აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის თითოეული დანაყოფი საცოდავი სანახავია.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის აგენტურულ ბაზარზე დივერსიფიცირებასთან გვაქვს საქმე. თითოეული მათი დანაყოფი საცოდავი სანახავია, რომ როგორმე, შემოიძურწონ თვითმმართველობის არჩევნებში. რა დავალებასაც მიიღებენ, იმას შეასრულებენ, რადგან აგენტის ბედი რთულია. მათი სტრატეგიის ამოცნობას მივეჩვიეთ, მარტივი ამოსაცნობია – რა დავალებაც მოუვა სალომე ზურაბიშვილს, ამას დიპლომატიური ქსელით გაატარებენ და თუ ღია-დახურული წერილი ჩამოუვათ, ამ დავალებას ახმოვანებენ. დივერსიფიცირება შემთხვევით არ ვახსენე, ამ დანაყოფების დივერსიფიცირება მიმდინარეობს. ერთ დანაყოფს მანდატი არ აქვს დათმობილი, რაც მარაზმია, რადგან დაფინანსებას იღებენ და ეს მათ მორალზე კარგად მეტყველებს. მეორე ნაწილი არჩევნებში შემოძურწვას ცდილობს, მესამე, მეოთხე ნაწილი ერთმანეთის ბულინგსა და ლანძღვა-გინებაშია. დივერსიფიცირებაშიც კი უნიჭო სცენარით გამოდიან, რითაც საზოგადოება დაიღალა. არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, წააგებენ. ეს მათი პატრონებისთვის გზავნილი იქნება, აგენტურას საქართველოში თუ რა მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები