ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ იზოლაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ იზოლაციაში. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში სჭარბობს, ძირითადად, სიმტომიანი პაციენტები და კონტაქტში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რაც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციას. თუ მას აქვს საშუალება თვითიზოლაციას, თუ არ აქვს საშუალება, კარანტინში გადაყვანასა და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში ყოველგვარი კვლევის გარეშე. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს “112”-ს, უკეთებენ კვლევას და, შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. რაც შეიძლება სწრაფად ეს უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად უნდა იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია. ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში სჭარბობს ძირითადად სიმტომიანი პაციენტები და კონტატქში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები