პრემიერი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს, ჰენრი კერალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს  და სამოქმედოპრიორიტეტები განსაზღვრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰენრი კერალს თანამშრომლობისთვის და პატრნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები