ამირან გამყრელიძე: სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ ვირუსის გარკვეული ზრდა გვექნება, მაგრამ ეს დრამატული არ იქნება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ ვირუსის გარკვეული ზრდა გვექნება, მაგრამ ეს დრამატული არ იქნება.

“ქვეყანაში, ჯერჯერობით, ახალი შემთხვევების დადებითი დინამიკა არ არის. დადებითი დინამიკაა მხოლოდ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირებისკენ და ასევე მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა მძიმე შემთხვევებისას სჭარბობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერიდანაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები