“ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნების კამპანიას იწყებს
20 ივლისს, 11:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას იწყებს.
ამის შესახებ “კვირას” “ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს.
კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტია საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.