როგორი ამინდი იქნება 22 მაისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-20 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 მაისს +32 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია  გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები