11 მაისიდან თბილისში შესვლის შეზღუდვა მოიხსნება – პრემიერმა სხვა ქალაქების გახსნის თარიღებიც დაასახელა
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 11 მაისიდან თბილისში შესვლის შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ მან ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მან, ასევე, სხვა ქალაქების გახსნის თარიღებიც დაასახელა.
“11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები, შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით, იქნება მოხსნილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ე.წ. კომენდანტის საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.
14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში.
18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.