ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტესტის ყველა სახეობა გამოყენებული იყოს ეფექტურად

“ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ექიმის მხრიდან მოხდეს დეტალური ანამნეზის შეგროვება და მხოლოდ შემდეგ მოხდეს პაციენტზე მიზნობრივი ტესტირება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა სახეობის ტესტის ეფექტიანად გამოყენება.

“ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ექიმის მხრიდან მოხდეს დეტალური ანამნეზის შეგროვება და მხოლოდ შემდეგ მოხდეს პაციენტზე მიზნობრივი ტესტირება, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიყენებთ. ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხს, რომ ვინაიდან „კოვიდინფექციის“ დაფიქსირება ყველა მისი სიმპტომის გამოვლენისა და, ასევე, მისი გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა ტესტით ხერხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტესტის სახეობა იყოს გამოყენებული ეფექტურად. აქედან გამომდინარე, სავარაუდო გადაწყვეტილება, რომელზეც საბჭო ჯერ კიდევ მსჯელობს, მიღებული იქნება არა ანტიგენით, არამედ –  ანტისხეულით პაციენტების კვლევაზე კლინიკებში. როდესაც საბჭო დაამთავრებს დღეს მუშაობას, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები