“ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან – დარწმუნებულები ვართ, რომ, ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული” – თამარ იოსელიანი
“ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის” მოდელით აშენდება.
„ჩვენ გადავხედეთ ანაკლიის განვითარების გენგეგმას, რაც გულისხმობს, რომ პირველი ფაზისთვის საგრძნობლად გავზარდეთ ტვირთგამტარობა. 1,5 მილიონი ტონიდან ჩვენ ნაყარი და გენერალური ტვირთები ავწიეთ დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზოგადად დერეფანში ძალიან მომატებულია ტვირთბრუნვა და შესაბამისად ამ გაზრდილი ტვირთბრუნვის გათვალისწინებით ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსოფლიოში ნავსადგურების 2/3 სწორედ ამ მოდელით იმართება – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა, სინგაპური. ასევეა, ევროპის მაგალითები, როგორიც არის საფრანგეთი, როტერდამი და ა.შ
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტის დაფინანსების მოსაზიდად. ამასთან, შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც, რათა 2029 წლისთვის ანაკლიის პორტმა პირველი გემი მიიღოს,” – განაცხადა თამარ იოსელიანმა.