“ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი – კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის ფუძემდებელი ნაწილი” – ქადაგიშვილი

“ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და ფუძემდებელი ნაწილი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

„როდესაც მას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს, ქართველი ერის ისტორიას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციას”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები