ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ღვთისმსახურებას დაესწრო
მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელიას მთაზე მდებარე წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა.
საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი სვანიძე, მუნიციპალიტეტის მერი – ზამურ ჭითანავა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე – ირაკლი ჯაფარიძე, მერის პირველი მოადგილე – ალექსანდრე ზაბახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მრევლთან ერთად დაესწრნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე ეფრემმა იქადაგა და მრევლი დალოცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, მოსახლეობას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა – მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ წელს წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის კურთხევისა და აღდგენიდან 10 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება.