ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს
“ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ განაცხადა.
„სწორედ ამ მიმართულებით არის დღევანდელი ევროკავშირი მიმართული.რაც შეეხება გამწვავებებს დრო და დრო საქართველოს მიმართ, ეს პირველ რიგში გამოწვეულია იმით, რომ მათ საოცრად არ სიამოვნებთ ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველომ მიიღო. კონკრეტულად, მეორე ფრონტის გახსნის წინააღმდეგობა, რაც ჩვენმა ერმა გამოაჩინა, საზოგადოებამ, ხელმძღვანელობამ. ეს მათ გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში არ ჯდება. სწორედ ამიტომ, ახლა ბალტიისპირეთის რეგიონში გადადიან და იქაც ამწვავებენ ვითარებას. პოლონეთმა უკვე გაიხსენა სტეპან ბანდერას და შუხევიჩის გვარები, გაამწვავა სპეციალურად ურთიერთობები უკრაინასთან, რომ ეგებ აირიდოს თავი ჩრდილოეთის ფრონტის გახსნისგან. ჩვენ გავიხსენებთ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით საქართველოს მიმართ სწორედ ბალტიისპირელი დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლონელი პოლიტიკოსების ნაწილი გამოირჩეოდნენ. სწორედ ამიტომ ხდებოდა ზეწოლა საქართველოზე ამ პირების მიერ, რათა მათთვის ნათელი იყო, თუ საქართველოში არ გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, კოლექტიური ნატო, კოლექტიური ბრიუსელი მათ მიადგებოდა სწორედ ჩრდილოეთის ფრონტის გასახსნელად და ამ რეალობის წინაშე დადგნენ“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.