“შემდგომი ორი კვირის მანძილზე დავაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი სექტორი გაიხსნება”

“შემდგომი ორი კვირის მანძილზე დავაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი სექტორი გაიხსნება”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “როდის გაიცემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის რეკომენდაცია”.

„შემდგომი ორი კვირის მანძილზე ჩვენ მოვახდენთ კვლავაც დაკვირვებას ინფექციის რეალურ დროში გავრცელების კოეფიციენტზე და აქედან გამომდინარე მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას, თუ რომელი სექტორი იქნება შემდეგი, რომელზეც განხორციელდება გახსნითი ღონისძიება. ამ ეტაპისთვის, ეს კოეფიციენტი არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ იმ ნაბიჯებისთვის, რომელი ნაბიჯებიც დღეს არის გადადგმული მთავრობის მიერ. კოეფიციენტის ცვლილების შედეგად, მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები