ეკატერინე ტიკარაძე: შსს-ს რამდენიმე თანამშრომელსა და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია

„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, მათი რიცხვი დღესდღეობით 20-მდეა”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას – “როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელების აგრესიული ტესტირება. რა შედეგებია ამ დროისთვის”.

„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც ასევე, დაუფიქსირდათ, მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ეს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე და, ასევე, მიმდინარეობს, გარკვეულწილად, ტრენინგები ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ, ძირითადად, აქვთ გადატანილი უსიმპტომოდ ეს დაავადება, რაც ასევე ყურადსაღები და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია, თუმცა, პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, რომელიც იყო აღმოჩენილი, დღესდღეობით იმყოფება მონიტორინიგის ქვეშ, რათა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან უკვე შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები