უამინდობამ ფოთის პორტს პრობლემები შეუქმნა
საქართველოში უამინდობა გრძელდება. ძლიერი ქარია ფოთში, რის გამოც სრული დატვირთვით ვერ მუშაობს ფოთის საზღვაო ნავსადგური. არ ხორცილდება საოპერაციო სამუშაოები, ტვირთვის გადაზიდვა-ჩატვირთვის პროცესი. როგორც ნავსადგურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათი სამსახურები მზად არიან, ამინდის გაუმჯობესებისთანავე სრული დატვირთვით აღადგინონ მუშაობა. ასევე, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ქალაქში გამოძახებების რიცხვმა იმატა. სინოპტიკოსები ფოთში ძლიერ ქარს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვარაუდობენ.