“ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ გამოვლენილა”

“არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები”, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

“დღეისათვის ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელებისა და პირთა გადაბირების ძირითად საშუალებას ინტერნეტსივრცე წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ინტერნეტით გაკეთებული ისეთი განცხადებებისა და მასალების მონიტორინგი, რომლებიც შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ნარატივთან.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. ამავე პერიოდში, არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები.
​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ხდებოდა იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყვნენ ტერორისტული იდეების გავრცელებასა და პირთა რადიკალიზაციასთან. აღნიშნული მოქალაქეების მიმართ ტარდებოდა შესაბამისი პრევენციული და სხვა სამართლებრივი ღონისძიებები.
საქართველოში გადაბირებისა და ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების მიმართულებით არსებული სრული სურათის გაანალიზებისთვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფოს მიერ გასული წლების განმავლობაში მიღებული ზომები, მათ შორის, გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავების ფაქტები. აღნიშნულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის, ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები