ანდრია ჯაღმაიძე: ინფექცია სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელს აღმოაჩნდა, რომელიც საპატრიარქოს იცავდა

“კორონავირუსი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს აღმოაჩნდა, რომელიც საპატრიარქოს იცავდა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ზოგადად, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.

დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა, ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდა კვლევები და მათ არ დაუდასტურდა ვირუსი.

დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასა და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები