„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” – „ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას შეუერთდა
„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კასპის ორგანიზაცია შეუერთდა.
ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, სულ 45-მა ადამიანმა, სისხლი უანგაროდ გაიღო.
დონაციის აქციის ფარგლებში, გასულ კვირას სისხლი „ქართული ოცნების” ხაშურის, თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, ჯამურად, 200-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.