თურქეთში კორონავირუსს 725 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსს 76 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში ქვეყანაში უკვე 725 ლეტალური შემთხვევაა, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფახრეთინ ქოჯამ.

მისივე ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში 3892 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი, 34 109 პირია ინფიცირებული.

ქოჯას თქმით, კლინიკებიდან სულ 1582 პაციენტია გაწერილი, რეანიმაციულ განყოფილებაში კი, 1474 ადამიანია იმყოფება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში განკურნებულთა რიცხვი იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები