მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 786 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 37 ათასზე მეტი პირი
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 786 228 -ს შეადგინა, გარდაცვლილია 37 820 ათასი პაციენტი.
ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.
სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 164 603 ადამიანს აქვს დადასტურებული, იტალიაში – 101 739; ესპანეთში – 87 956; ჩინეთში 82 240; გერმანიაში – 66 885; საფრანგეთში – 45 170; ირანში – 41 495; ბრიტანეთში – 22 454; შვეიცარიაში – 15 992; ბელგიაში – 11 899; ნიდერლანდები – 11 817; თურქეთში – 10 827; სამხრეთ კორეაში – 9786;
სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია კვლავ პირველია – 11 591; ესპანეთში 7 716; ჰუბეის პროვინციაში 3,187; საფრანგეთი – 3 024;ირანში – 2757; ბრიტანეთში – 1 408; ნიდერლანდებში – 864; გერმანიაში – 645; ბელგიაში – 613; თურქეთში 168;
მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 166 041 პაციენტმა შეძლო.