საქართველოდან აზერბაიჯანში გაყინული თევზის ექსპორტი დაიწყო

საქართველომ აზერბაიჯანში გაყინული თევზის ექსპორტი დაიწყო. იანვარ-თებერვალში მეზობელ ქვეყანაში 1.72 მლნ დოლარის თევზია გატანილი.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა – 226.0 მლნ დოლარით. ექსპორტში უდიდესი წილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის. პირველ 2 თვეში აზერბაიჯანში 6574 ავტომობილია ექსპორტირებული, რომელთა ღირებულება 60.6 მლნ შეადგინა.

მეორე ადგილზეა სატვირთო ავტომობილები, ჯამური ღირებულებით – 2.3 მლნ დოლარი. ხუთეულშია სიგარეტი – 1.87 მლნ და სამკურნალო საშუალებები – 1.73 მლნ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები