თურქეთში კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა – ინფიცირებულია 98 ადამიანი

“თურქეთში კორონავირუსით გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 89 წლის მამაკაცი ემსხვერპლა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.

მინისტრის ინფორმაციით, ერთ დღეში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 51–ით გაიზარდა და, ჯამურად, 98 პაციენტი შეადგინა.

ქოჯას თქმით, გარდაცვლილს ვირუსი ჩინელი კოლეგისგან გადაედო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები