გიორგი გახარია: ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში კი მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას
“ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში კი მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ.
“ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მინდა, მოვუწოდო, რომ უბრალოდ ხშირად დავიბანოთ ხელი, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს, დავიცვათ თუ რისკის ზონაში მოვხვდით თვითიზოლაციის წესები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში კი უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.