“საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადება ტურიზმის სექტორთან დაკავშირებილ ბიზნესს 100 მილიონს გამოუთავისუფლებს”

მთავრობის გადაწვეტილებით, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ბიზნესს საშემოსავლო და ქონების გადასახადი 4 თვით, ანუ 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ.
როგორც დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, ეს ღონისძიება ტურიზმის სექტორსა და მასთან დაკავშირებილ ბიზნესს, დაახლოებით, 100 მილიონის ფინანსურ რესურს დაუტოვებს.
„მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და ისეთი კომპანებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა გაორმაგდება და კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსრუს რესურსს”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები