თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსის ინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა.

​ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფარეჰთინ ქოჯამ Twitter- ის გვერდზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც სამშობლოში ევროპაში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა, მისი ოჯახი კარანტინზეა გადაყვანილი.

თურქეთში ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები