კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 90899 ადამიანს მიაღწია

3 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 90899 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 3116 ადამიანი, 48 002 კი ინფექციისგან განიკურნა.

უშუალოდ ჩინეთში, სადაც კორონავირუსის ინფექცია პირველად დაფიქსირდა, კიდევ 125 ადამიანი დაავადდა, ხოლო დღის განმავლობაში სიკვდილის 31 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. სულ ჩინეთში COVID-19-ს 2943 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთის გარდა, ვირუსი მსოფლიოს კიდევ 71 ქვეყანაში გამოვლინდა. მძიმე სიტუაციაა სამხრეთ კორეაში (4812 დაავადებული და 28 დაღუპული), სადაც კორონავირუსს ომი გამოუცხადეს. იტალიაში ინფიცირებულთა რიცხვი 2036-ს შეადგენს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი – 52-ს. რაც შეეხება ირანს – კორონავირუსით 1501 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 66-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები