თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი

ინფექციური საავადმყოფოს შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებაზე და სერვისებზე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მომსახურება, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი ასეთ ინფექციებთან ბრძოლაში უგამოცდილესია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“გეტყვით, როგორი მდგომარეობაა და პირობებია რადგან ამ ბოლო დროს არაკორექტული ინსინუაციები. თუ მხედველობაში მივიღებთ შენობის მდგომარეობას და მის შიდა დიზაინს, ვთქვათ იატაკი რა მდგომარეობაშია, ან კედლები, ზოგ შემთხვევაში ტუალეტი- შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებაზე და სერვისებზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მომსახურება, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი არის უგამოცდილესი და ასეთ ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმენდილი. პაციენტებს შემოსვლისთანავე ვუკეთებთ ყველაფერს, მსოფლიოში, ყველგან გეგმიურად იკვლევენ. ჩვენთან, მუდმივად თავს ევლება შტატი. ამიტომ გავმიჯნოთ, შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი. ვფიქრობ, პაციენტებისთვის მთავარია კარგად იყვნენ, გადარჩნენ და არ გაავრცელონ ინფექცია, შედარებით ნაკლებ პირობებს ორი დღე მოითმენენ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები