საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ღარიბაშვილმა და შტაინმაიერმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი.