საქართველოში ძლიერი ქარბუქია მოსალოდნელი

  საქართველოში ხვალ ძლიერი  ქარბუქია მოსალოდნელი. ამის შესახებ   პორტალ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში განუცხადეს.
“ხვალ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით ქარი 20-25 მ/წმ-ში,  ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე  ქარის სიძლიერე დროგამოშვებით  30 მ/მწ-დე გაძლიერდება.  რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოს  დაბლობ რაიონში ღამით -3 დღისით +2 იქნება,  ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა  3-დან 8 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით თოვლის სახით მცირე  ნალექი იქნება. მაღალმთაში, ასევე  ზოგიერთ რაიონში (გორი სურამის)მონაკვეთზე ქარბუქია მოსალოდნელი“,-აცხადებენ სინოპტიკოსები.
მათივე ინფორმაციით, მთელს საქართველოში ამინდი 4-5 თებერვლიდან   გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები