ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დედაქალაქში სამი საათის დაგვიანებით ჩამოვიდა

  ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დედაქალაქში სამი საათის დაგვიანებით ჩამოვიდა. აღნიშნული რეისის მგზავრები,ზესტაფონსა და ხარაგაულს შორის, მდინარე ძირულასთან, სამი საათის განმავლობაში იყვნენ გაჩერებულები. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. მგზავრების თქმით, სამი საათის განმავლობაში მატარებელში გათბობა არ იყო. როგორც მგზავრები აცხადებენ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებილის მგზავრები მსგავს სიტუაციაში პირველად არ აღმოჩენილან. მათი თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი მატარებლის შეფერხების ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. მოგვიანებით მგზავრები თბილისამდე დამხმარე მატარებლმა ჩამოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები