ზაზა გაბუნია ქალაქის გზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო
გასულ დღეებში საგანგებო სიტუაციების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა საზოგადოება მერიის მიმართ პრეტენზიებს მაინც გამოთქვამდა – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროდ მიიჩნიეს, რომ პროცესზე დაკვირვება საკრებულოსაც მოეხდინა. გაბუნია გვიან ღამით, ქალაქის გზებზე არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო.
“მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ სამუშაოებს, საზოგადოების მხრიდან, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით მაინც გამოითქმოდა გარკვეული შენიშვნები და პრეტენზიები, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საკრებულოსაც მოეხდინა პროცესზე დაკვირვება, რათა გაგვერკვია, რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც რისკის დონე მაღალია, სამუშაოები ხარისხიანად ტარდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, ვინც მუშაობს და ამ პროცესში მონაწილეობს. იმედი მაქვს, მუშაობა ამავე ტემპში გაგრძელდება იმისთვის, რომ საფრთხეების პრევენცია მოხდეს და ქალაქში წესრიგი იყოს”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.