გორელი 40 წლის კაცი კიევში გარდაცვლილი იპოვეს

გორელი 40 წლის სოსო ბაბუნიშვილი კიევში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაბუნიშვილის ცხედარი უკვე საქართველოშია ჩამოსვენებული. როგორც “რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბაბუნიშვილი ბოლო რამდენიმე წელია უკრაინის დედაქალაქში ცხოვრობდა და მუშაობდა.

“ხვალაა დაკრძალვა. ძალიან კარგი ბიჭი იყო. რამდენიმე წელია უკრაინაში იმყოფებოდა. არ ვიცით ზუსტი მიზეზი გარდაცვალების. ნაწილი გულის შეტევას ასახელებს, თუმცა გულის პრობლემები არასდროს ჰქონია. მეგობარს უნახავს კიევის სახლში, ორი დღის გარდაცვლილი ყოფილა. სად მუშაობდა და რას საქმიანობდა ნამდვილად არ ვიცით”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  რომ უწყება უცხოეთში გარდაცვლილი ნებისმიერი ქართველის გადმოსვენებაშია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები