„სააკაშვილის მიუნხენში ვიზიტზე ინფორმაცია არ გვქონდა“

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არ არის და ის იქ, სავარაუდოდ, პირად საკითხებზე იმყოფება. “არანაირი ინფორმაცია სააკაშვილის მიუნხენში სტუმრობასთან დაკავშირებით არ მქონია და არც უნდა მქონოდა. იგი არ არის კონფერენციის მონაწილე, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა და მიუნხენიც თავისუფალი ქალაქია. ასე, რომ ჩამოსვლა ყველას შეუძლია. არანაირი ვალდებულება იმისა, რომ მას ჩვენთვის ეცნობებინა ვიზიტის შესახებ, არ არსებობდა”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში იმყოფება. სააკაშვილის განცხადებით, ის ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები