ალიასკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ალიასკის სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 35 კილომეტრის სიღრმეში, დასახლებულ პუნქტ დაკიდან 144 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა, რომელშიც 330 ადამიანი ცხოვრობს.

ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, არც ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები