ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა – დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი

ალბანეთში 26 ნოემბერს მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკარგულად 15 ადამიანი ითვლება.

ნანგრევებიდან 43 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.

ალბანეთის პრეზიდენტმა ილირ მეტამ შექმნილ ვითარებას დრამატული უწოდა.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება, დახმარების სურვილი გამოთქვა იტალიამ, საბერძნეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ჩერნოგორიამ და თვითგამოცხადებულმა კოსოვომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები