ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, სისხლსაც დაღვრის, ოღონდ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს

20 ივნისის შტურმი პარლამენტზე 23 ნოემბრის რევოლუციის რეპეტიცია იყო, სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, სისხლსაც დაღვრის, ოღონდ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

“​ეს გაერთიანებული ოპოზიცია კი არა, ლგბტ პარადია. ნახეთ, ვინ შემოიკრიბნენ ნაცბანდისა და ბოკერიას სექტის გარშემო- გეი პარადის ჩატარების მომხრეები და გეი-ფილმების ტაშისმკვრელები. ვინც დედამ დაწყევლა, ვინც პატრიარქსა და ეკლესიას ებრძვის, ყველა, ამ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში და მის გარშემო მოიყარა თავი. ამათ ნაცმეუფე პეტრეზე ამხედრებული სააკაშვილიღა აკლიათ და პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ გაჭენდებიან.

რა პროპორციული, რის მაჟორიტარული არჩევნები საქმე ძალიან მარტივად არის, სააკაშვილი ემზადება ხელისუფლების დაბრუნებისთვის და ყველა, ვინც მის გვერდით დგას, ამ რევანშში მონაწილეობს. თან რისთვის ერთი-ორი საპარლამენტო მანდატისთვის?! როდესაც 2003 წლის “ვარდების გადატრიალებიდან” მოყოლებული, ხმამაღლა გაჰყვირი, ნაცები არიან სისხლიანი ჯალათები, რომლებიც უნდა გასამართლდნენო, ხოლო დღეს მათ გვერდით დგახარ, ამას ერთი სახელი ჰქვია- ნაცჯალათების დამქაშობა. საკითხავია, შალვა ნათელაშვილს აინტერესებს სამშობლოს ბედი თუ გუბაზ სანიკიძეს, რომელიც პარლამენტის წინ გიორგი ბარამიძესთან, დავით ბერძენიშვილთან და გოკა გაბაშვილთან დგას ხელგადახვეული? როგორ უნდა გადახვიო ხელი აფრასიძეების ოჯახის მკვლელ ნაცჯალათ გიორგი ბარამიძეს?! როგორ უნდა დადგე პატრიარქის პათოლოგიურად მოძულე დავით ბერძენიშვილთან?! გუბაზ, ეს არის შენი კაცობა და ეროვნულობა?!

გრიგოლ ვაშაძე დიდი ხანია ნინო ანანიაშვილის კაბის ქვეშიდან გამოძვრა?! ამ ქალაქში გავიზარდე, 80 წელს გადავცდი, ქალაქელობაც ვიცი და აკადემიკოსობაც, მაგრამ გრიგოლ ვაშაძის “ბიჭობა და “კაცობა” არასდროს გამიგია. მაგ ლოქომ თავისი ცოლის პუანტები დახიოს და გაკეროს. ბალერონი გრიშა ვაშაძე-ანანიაშვილისა რომ “გაგვიძველბიჭდება”, ესაა ჩვენი უბედურება. ვინ ვის გახევს ნაკერავზე, ამას მალე დავანახებთ ნაც-ბანდას.

ამ ხელისუფლებას ვადანაშაულებ იმაში, რომ 2012 წელსვე არ გაასამართლა ეს ნაცბანდა. გიგა ბოკერია პარლამენტის წინ ახალი რევოლუციის მოსაწყობად კი არ უნდა დარბოდეს, იმთავითვე ციხეში უნდა მჯდარიყო”,- განაცხადა ჯაველიძემ.

მისივე თქმით, რევოლუციას ნაცების პატრონები დასავლეთიდან ამზადებენ.

“ნაცები კი არ ამზადებენ რევოლუციას, არამედ მათი პატრონები დასავლეთიდან. ნაცები და ეს “მეხუთე სოკოს” როლებში გამწესებული ვაიოპოზიციონერები, უბრალოდ, შემსრულებლები არიან. აკი, სააკაშვილმა წამოაყრანტალა კიდეც უკრაინიდან 23 ნოემბრისთვის ივანიშვილი უნდა დავამთავროთო. დააკვირდით, ხალხო, რუსთაველზე უკვე რკინის კასრები მიიტანეს, ვითომ ხალხის გასათბობად. ზუსტად ასეთი რკინის კასრები ედგათ 2013 წელს კიევში, მაიდანზე, შემდეგ იქ “რევოლუციის ცეცხლი” რომ დაანთეს. ხომ ცნობილია, რომ სწორედ სააკაშვილის სნაიპერებმა გაუხსნეს ცეცხლი თავისივე მომხრე მომიტინგეებს და ასე დაიწყო კიევში გადატრიალება.

20 ივნისის შტურმი პარლამენტზე 23 ნოემბრის რევოლუციის რეპეტიცია იყო. სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, სისხლსაც დაღვრის, ოღონდ, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ასე, რომ თუ 23 ნოემბრამდე ხელისუფლება არ ალაგმავს ამ ბალაგანს რუსთაველზე, თუ არ გახსნის ათიოდე ბომჟის მიერ გადაკეტილ და პარალიზებულ დედაქალაქის მთავარ პროსპექტს, მაშინ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ქართველი ხალხი ამ ნაცბანდას ისევე გააპობს, როგორც წმინდა გიორგიმ განგმირა შუბით უწმინდური ურჩხული”,- განმარტა ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები