მეჭეჭების მოცილების უახლესი და უმტკივნეულო მეთოდი – როგორ ვებრძოლოთ ახალწარმონაქმნებს
კანის ახალწარმონაქმნები, ხალები და პაპილომები არა მხოლოდ არაესთეტიკურია, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიცაა. მართალია ახალწარმონაქმნი გარკვეულწილად საფრთხეს არ უქმნის ადამიანს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის მოქმედების შედეგად, შესაძლოა, ისინი დროთა განმავლობაში გადაგვარდნენ.
კლინიკა “სკინ კოდში“ აშშ-ის წარმოების უახლესი აპარატი Surgitron-ი კანის ახალწარმონაქმნებს კომფორტული და უმტკივნეულო მეთოდით ებრძვის.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უშუალოდ პროცედურის, მისი დადებითი თვისებებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, მედიაჰოლდინგი „კვირა“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ დერმატო-ვენეროლოგს, ლეკო კორინთელს ესაუბრა.
– რა გამოვლინებები აქვს კეთილთვისებიან წარმონაქმნებს?
– მათი კრიტერიუმებია: ზრდის ნელი ტემპი, ასევე, მისი უჯრედული ელემენტები არ ვრცელდება სიმსივნის საზღვრებს გარეთ და ისინი არ იზრდებიან მეზობელ ქსოვილებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ზომაში თანაბარი ზრდა ახასიათებთ. ზრდის შემთხვევაში ისინი მეზობელ ქსოვილებზე ზეწოლას ახდენენ, თუმცა, მათში არ იზრდებიან.
კანის კეთილთვისებიან წარმონაქმნს ეკუთვნის პაპილომები, მათ შორის შედის ტერფისა და ხელის გულის მეჭეჭები. ამ პაპილომებში ასევე შედის ბრტყელი მეჭეჭები, ჰემანგიომები, კანის ფიბრომები, ანუ დერმატოფიბრომები.
– რამდენად საშიშია წარმონაქმნები ადამიანისთვის?
– საშიშროებას არ წამოადგენს მანამდე, სანამ გარკვეული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად მათი გადაგვარება არ მოხდა.
– გადაგვარების ნიშნებიც რომ განვმარტოთ…
– გადაგვარების ერთ-ერთი შესაძლო ნიშანია წარმონაქმნის ზომის არათანაბარი ზრდა, ასევე, თუ წარმონაქმნმა შეიცვალა ფერი და ფორმა, სისხლმდენია, თუ კონტური გახდა არამკაფიო, ამას დაემატა სუბიექტური შეგრძნებები – ქავილი და ტკივილი.
გარდა ამისა, სხეულის ზოგიერთ ადგილებზე ტანსაცმლის ხშირი შეხების ადგილებიც გადაგვარების გარკვეულ რისკჯგუფში შედის, ეს შეიძლება იყოს ბიუსტჰალტერის ზონა, საქამრე ადგილი და სხვ.
– რას სთავაზობს კლინიკა „სკინ კოდი“ მას, ვისაც წარმონაქმნის მოცილება სურს?
– წარმონაქმნის სხეულიდან მოცილება საჭირო და აუცილებელია, გარდა კოსმეტიკური დეფექტისა. ამისთვის ჩვენ გვაქვს აპარატი „სურგიტრონი“, რომელიც თანამედროვე რადიოტალღური აპარატია, ellman International-ის მიერ არის შექმნილი და თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ინოვაციაა. გარდა დერმატოლოგიისა გამოიყენება გინეკოლოგიაში, ქირურგიაში, პროქტოლოგიასა და ურულოგიაში.
ჩვენ ვახდენთ პაპილომების ანუ ვირუსული წარმონაქმნების, ნევუსების, დერმატოფიბრომების, კერატომების, კონდილომების, კონტაგიოზური მოლუსკებისა და წერტილოვანი ჰემანგიომების მოცილებას, ასევე, კაპილარების მოწვას.
– როგორ მუშაობს „სურგიტრონი“?
– „სურგიტრონის“ მუშაობის პრონციპი დაფუძნებულია მაღალი სიხშირის რადიოტალღებზე, კერძოდ, აპარატის მიერ ხდება ელექტრული დენის რადიოტალღებად გარდაქმნა, რომელიც მიმართულია რბილი ქსოვილებისკენ და ახდენს მათ გაკვეთას მათ მიერ გამოყოფილი სითბოს ხარჯზე, რომელიც რადიოტალღების ქსოვილთან შეხების შედეგად გამოიყოფა.
ამ მეთოდის ღირსება ის არის, რომ ელექტროდი მჭიდროდ არ ეხება კანს, მაგრამ ქსოვილის დესტრუქცია უჯრედულ დონეზე ხდება, რადიოტალღა ხელს უწყობს სითხის აორთქლებას უჯრედში, სადაც მიმართულია ელექტროდი, თუმცა, გარშემო უჯრედები არ რეაგირებენ და არ ტრავმირდებიან, ანუ მხოლოდ ქსოვილის გამოშრობა და აორთქლება ხდება.
– ამ მეთოდის დადებით მახასიათებლებზეც რომ ვისაუბროთ…
– ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ დამწვრობა და ნეკროზი არ ახასიათებს. ახალწარმონაქმნების მოცილებისას ქსოვილების მინიმალური დაზიანება და ჭრილობის არესა და მის მიმდებარედ მინიმალური ტრავმატიზმი ხდება. ასევე, ახასიათებს ქსოვილების დაჩქარებული რეგენერაცია, ნაწიბურიც ფაქტობრივად არ რჩება. აქვს ძალიან მოკლე რეაბილიტაციის პერიოდი, 1-დან 10 დღემდე.
– თავად მოცილების პროცესი რამდენად უმტკივნეულოა?
– ტკივილის შეგრძნების დაქვეითება რადიოტალღური დისექციისას ნერვული დაბოლოების კოაგულაციის ხარჯზე ხდება. უშუალოდ პროცედურის დროს გაუტკივარებას ვახდენთ, თუმცა, რომც არ მოვახდინოთ გაუტკივარება, ნაკლებად მტკივნეულია. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცედურის შემდგომი ტკვილიც არ ახასიათებს. პროცედურა არ არის სისხლმდენი და ახალწარმონაქმნის მოცილების შემდგომ გართულების მინიმალური რისკი არსებობს.
უკუჩვენებებია: გლაუკომა, ეპილეფსია, ავთვისებიანი წარმონაქმნები, ინფექციური პროცესი კანზე და ანთებითი პროცესი გამწვავების პერიოდში კარდიოსიმულატორის არსებობა სხეულში.
კლინიკა “სკინ კოდში” კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80
მოამზადა ნინო გოლოშვილმა