"პეგასუსის" თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა

  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “პეგასუსის” თვითმფრინავი, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ასაფრენ ბილიკზე მოცურდა. თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ხსენებული შემთხვევის გამო რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ავიალაინერის საწყის პოზიციაზე დაბრუნება მოხერხდა. რეისის მგზავრები სტამბოლის მიმართულებით გაფრენას, სავარაუდოდ, 14:00 საათისთვის შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები