რომის პაპმა როკვარსკვლავის სტატუსი მოირგო

 რომის პაპმა ფრანცისკმა როკვარსკვლავის სტატუსი მოირგო. მისი პორტრეტი ამერიკული მუსიკალური ჟურნალის “როლინგ სტოუნის” ბოლო ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. ჟურნალში პაპ ფრანცისკის შესახებ რვაგვერდიანი სტატიაც გამოქვეყნდა, სადაც ავტორი პონტიფიკოსის ცხოვრებას აღწერს. ჟურნალისტის ნამუშევარი ბუენოს – აირესის არქიეპისკოპოსიდან პაპობამდე ფრანცისკის ცხოვრების ქრონოლოგიას ასახავს. ავტორი აცხადებს, რომ ხაზს უსვამს პაპის ხასიათს. ფრანცისკი რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს. მან მალევე შეძლო კათოლიკე მრევლის გულის მოგება. მორწმუნეების თქმით, ამის მთავარი მიზეზი მისი უბრალოება და გულისხმიერებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები