ავთანდილ გულიკაშვილის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუძემდებლის, ალექსანდრე ცხვედაძის ნეშტის გადასვენების საკითხზე სამუშაო კომისიის სხდომა გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც საზოგადო მოღვაწის, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუძემდებლის, ალექსანდრე ცხვედაძის ნეშტის გადასვენების საკითხს ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

გულიკაშვილის თქმით, ალექსანდრე ცხვედაძის სახელს სამუდამოდ უკავშირდება საგარეჯოში პირველი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და განვითარება.

“ჩვენი მიზანია, პატივი მივაგოთ გამორჩეულ ადამიანს, ალექსანდრე ცხვედაძეს, რომლის სახელი სამუდამოდ უკავშირდება საგარეჯოში პირველი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას და განვითარებას.

ბატონმა ალექსანდრემ არა მხოლოდ დააარსა და განავითარა საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ აღზარდა თაობები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. გასულ წელს, მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დავაწესეთ, წელს ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიას მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებიც მიიღებენ, ” – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები