ლევან გაჩეჩილაძეს 23 აგვისტოს დაკრძალავენ
ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს ლევან გაჩეჩილაძეს 23 აგვისტოს დაკრძალავენ.
ოჯახის ინფორმაციით, პანაშვიდები 21 და 22 აგვისტოს, თბილისში, ქობულეთის ქუჩა N23-ში გაიმართება.
პოლიტიკოსს შაბათს, 23 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გუშინ, 20 აგვისტოს გარდაიცვალა.