გია აბაშიძე: თავზარდაცემული “ნაცრადიკალების” რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

“თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “პოლიტიკანებმა და უხარისხო ექსპერტებმა” არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.

“თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

უდონო პოლიტიკანებმა და უხარისხო “ექსპერტებმა” ნამდვილად არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.

წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების საპასუხისმგებლო სფეროში და ანრი ოხანაშვილს პრემიერის მრჩევლად დასავლეთთან ურთიერთობების გამოწვევათა კომპლექსური ანალიზის საქმეში.” – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები