"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ბრალი დაუმძიმდეს ვანო მერაბიშვილს, რომელიც მუხროვანის მოვლენების დროს ორ გვამს ითხოვდა. აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის დასჯასაც ითხოვენ, ვინც მუხროვანის ამბოხი დადგა. აქციაზე იმყოფებიან პოლიტპარიმრის სტატუსით გათავისფულებული პირები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები განცხადებით მიმართავენ პარლამენტს და მთავარ პროკურატურას, სასწრაფო წესით დადგინდეს ვიდეომასალის ავთენტურობა და პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანების გამცემს და შემსრულებელს გამოავლენს.