გიორგი გახარია სისტემურ განახლებაზე: ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული, იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია თანამედროვე გამოწვევებზე

“ჩვენ ვიცით, სად ვიყავით, დღეს სად ვართ და რა მიზანი გვაქვს, ამიტომ დავარქვით ჩვენ ამას სისტემური განახლება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეფექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური, პოლიცია არის უწყების ძირითადი ამოცანა.
„ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული, იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და, რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ ვერანაირი მიღწევა კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება დაფასებული და გამართლებული, თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ. ეს არ არის რაღაც ხმამაღალი სიტყვები, ეს არის  ის მიდგომა, რითაც ჩვენ ვცდილობთ, კიდევ უფრო აღვამაღლოთ ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის”, –  განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები